ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე, მამუკა ნაჭყებია საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
როგორც მამუკა ნაჭყებიამ “პრაიმტაიმთან” განაცხადა, მთავრობას სთხოვს, საქართველოში მისი მეუღლის ცხედარის გადმოსვენებაში დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ.
„გეხვეწებით სრულიად საქართველოს, დამეხმარეთ. აქ ნუ დამატოვებინებთ ცხედარს. რამენაირად მიშველეთ, დამეხმარეთ გადმოსვენებაში, ვისაც შეგიძლიათ დახმარება. ატირებული ხუთი შვილი ელოდება სახლში. გთხოვთ, ეს ისედაც დატანჯული ადამიანი თავის მიწას მაინც მივაბარო“, – ამბობს მამუკა ნაჭყებია.
ახალგაზრდა ქალი ექპანეთსი ახალი კორონავირუსული ინფექციით 21 მარტს გარდაიცვალა. მას ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, მას 5 შვილი დარჩა. საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს სულ სამი მოქალაქე გარდაიცვალა.