aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კორონავირუსის დროს, მაღალი წნევა არის ყველაზე საშიში რისკფაქტორი” – ცერცვაძე

“ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მძიმედაა, აქვს ორმხრივი პნევმონია და მაღალი წნევა, ჰიპერტონია. ასევე გულის უკმარისობა. სხვათაშორის, მინდა იცოდეს ტელემაყურებელმა, რომ ჰიპერტონია არის ყველაზე ცუდი, საშიში რისკფაქტორი თანმხლები დაავადებებიდან. ბევრს ჰგონია, რომ ეს უნდა იყოს დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება ან გულის სხვა დაავადება. სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ჰიპერტონია, მაღალი წნევა არის ყველაზე არასასურველი თანმხლები დაავადება, და სწორედ ეს აქვს ჩვენს მეორე პაციენტს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....