მთავარი ციტატა

“პროფილაქტიკისთვის პლაქვენილის მიღებას აზრი არ აქვს”

“პლაქვენილის” მიღებას პროფილაქტიკისთვის არავითარი აზრი არ აქვს. მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული უშუალოდ ანტივირუსულ ზემოქმედებასთან. იმუნური სისტემის ზედმეტი პასუხი როდესაც არის ხოლმე ამ ვირუსზე, ეს პრეპარატი იმის ჩასაქრობად გამოიყენება, რაც ამ ვირუსის განვითარებაში ამძიმებს ხოლმე სიტუაციას. ასე რომ, ის გამოიყენება მხოლოდ დაავადების შემთხვევაში”

პაატა იმნაძე – დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

აღნიშნული განცხადება იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....