მ”ე მოვუწოდებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ეხლავე მიწეროს საქართვალოს ეხლანდელ პრეზიდენტს თხოვნა იმის შესახებ, რომ დაუბრუნონ მას მოქალაქეობა, სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, მისი ანტიკრიზისული, მისი ნიჭი ჭირდება დღეს ქვეყანას. რა თქმა უნდა, აქვს ამ ადამიანს ნიჭი. გამოვიყენოთ ეს ნიჭი და მერე აგოს სააკაშვილმა პასუხი ხალხის წინაშე, რა ჩაიდინა, რა არ ჩაიდინა. საქართველოს ხელისუფლებას და ბატონ გახარიას, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ვერ გააკეთებს ეს ადამიანი. გაგებაში არ არიან ესენი არაფრის! ეს მთავრობა ვერ გაუძლებს ამ კრიზისს. სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში!. მისი ანტიკრიზისული ნიჭი ჭირდება დღეს ქვეყანას.”
ვასილ სოფრომაძე – „ფრესკოს“ მფლობელი
სოფრომაძე ამის შესახებ ნიგა გვარამიას ეთერში განაცხადა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.