გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინშია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC კანცლერის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც იმ ექიმს, რომელსაც ის რამდენიმე დღის წინ შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა.
შეგახსენებთ, გერმანიაში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულარია 24 806 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 93 პირი.