მთავარი ციტატა

“ამ ეტაპზე ჩვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო მოხელის”- იმუნოლოგი

 “აუცილებელი მოთხოვნა და პირობა გახლავთ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავსი წილი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო არის ჩვენ მხარეს. ამ ეტაპზე ჩვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო მოხელის. ეს სოციალური პასუხისმგებლობა, თუ სოციალური დისტანცირება ჩვენ უნდა ავიყვანოთ უმაღლეს რანგში, ადამიანების თავშეყრის ადგილებში თავშეკავება სახელმწიფომ გადაზარდოს მოთხოვნაში. აი, თუ ეს იქნება უფრო გამკაცრებული, მივესალმები.”

ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგი

ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის დაინფიცირების 43 შემთხვევა ფიქსირდება. მთავრობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას არ ჩქარობს, თუმცა გასატარებელი ღონისძიებები უფრო გაამკაცრა.

იტვირთბა....