მთავარი ციტატა

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სახელმწიფოს ექნება მეტი შესაძლებლობა, დარღვევებზე მეტი ზომა მიიღოს”

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ადგილი ექნება გადაცდომებს, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რათა აუცილებელი ზომები მიიღოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით საგანგებო მგომარეობის გამოცხადებამ ბევრი საკითხი, შესაძლოა, სხვაგვარად გადაწყვიტოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ, არამედ – ჩვენი თვითშეგნებით, რომ ჩვენი მოქმედებით არ დავაზიანოთ სხვები. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მეტი შესაძლებლობა, რომ დარღვევებზე მეტი ზომა იქნეს მიღებული.”

გიორგი კახიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ამ ეტაპისთვის არ გეგმავს. თუმცა, უკვე მიღებულია მკაცრი ზომები. დღეიდან ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს.

იტვირთბა....