ციტატა

“ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე”

 “საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება განხილული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთო პაკეტში. შეიძლება, შემჭიდროებულ ვადებში სწრაფად მივიღოთ საკონსტიტუციო პროექტი და ამას უკვე კონსტიტუციური ცვლილება დავარქვათ. სანერვიულო არაფერი გვაქვს. გვჭირდება გაცილებით მოკლე ვადა იმისთვის, რომ ოპოზიციასთანაც შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე. უკვე ვისაუბრეთ, გვქონდა კომუნიკაცია და ამ მხრივ, არანაირი პრობლემები არ შეიქმნება. ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უფრო მეტად მკაცრ ღონისძიებებს ატარებს. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს.

იტვირთბა....