ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ამ მთავრობას ვეძახი მავნებელს…” – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, გუშინ, მისი შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, 25 წლის გოგონა რომელმაც ცრუ სმს-ები გააგზავნა, ეს მას მთავრობამ გააკეთებინა.

“მე მოგიყვებით ზუსტად როგორ მოხდა ორ კომპანიაში. ჯერ სხვა კომპანია, რომელიც სმს-ებს აგზავნიდა. დააგზავნა რაღაც ცრუ ინფორმაცია და მერე აი ამ გოგონამ 25 წლის გოგონამ, რომელიც მუშაობდა ჩემს შვილებთან, მანაც 6 სმს-ი გააგზავნა. იქედან ერთი დედამის გაუგზავნა, ხუმრობით, როგორც თვითონ ამბობს, მეორე მის დას და კიდევ ორ მის მეგობარ გოგონას და ექვსი რატო გამოვიდა, ერთ-ერთ გოგონას ჰქონდა ორი ტელეფონი, ერთი იმ ტელეფონზე გაიგზავნა და მეორე გაიგზავნა თვითონ. ამის მერე, როგორც თვითონ ამბობს დაურეკა დედას და დაიწყო ხუმრობა. მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ 25 წლის გოგოს ამდენი ჭკუა არ ეყო, რომ მაპატიოს ამ ქალიშვილმა, იცოდა, რომ კომპანიის სახელით, როცა აკრძალული გაქვს ამის და როცა ხელშეკრულებაში გიწერს, რომ შენით არ უნდა გააგზავნო არაფერი და შეუთანხმო დირექციას და პატრონებს, აიღო და გააგზავნა. მე ამის არ მჯერა. მე მჯერა, რომ ეს გოგონა მოტივირებული იყო და მას ეს გააკეთებინეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სმს-ები დარჩა იმ ტელეფონებში, არ გავრცელებულა. მე ვფიქრობ, რომ მოელაპარაკნენ და ეს გააკეთებინეს. იმიტომ, რომ ისეთი სპეცოპერაცია მოაწყო სუს-მა 25 წლის გოგოს წინააღმდეგ, ჯერ ერთი, 20 სუს-ის თანამშრომელი რომ მივიდა არ იცოდა ვისთვის და რაზე მიდიოდა. ეძებდა თურმე 25 წლის გოგოს და იქ რომ მივიდნენ მერე გაიგეს, რომ ეს გოგონა წინა დღით იყო გათავისუფლებული. ავიდნენ მაინც და მთლიანად წაიღეს კომპიუტერები და კომპიუტერების გარდა წაიღეს სურათები ჩემი შვილიშვილის, რაც კი იყო ყველაფერი წაიღეს და ეს გოგონა მგონი ჯერ დაბარებულიც არ არის. ეს ყველაფერი იყო ის, რომ ჩემზე და ფონდ იავნანაზე სამი წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს, მერე ჩემს მეუღლეზე და ახლა ჩემს შვილებზე გადავიდნენ. დღეს რაც ხდება საქართველოში არის მთავრობის ბრალი. მე ამ მთავრობას ვეძახი მავნებელს.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილების, ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებებს უკავშირდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბურჭულაძეების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....