ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“განჩინების საფუძველზე მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედება” – პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში, სამართალდამცავებია მობილიზებული

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბურჭულაძეების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფაქტი.

„განჩინების საფუძველზე მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედება, კომპიუტერში რა მასალაა, ამას ეძებენ და ვნახავთ, რასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. განჩინება არის ზოგადი, რომ კომპიუტერიდან ყველანაირი სახის ინფორმაცია უნდა ამოიღონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რას ითხოვენ. დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. თუ დაკავება მოხდება, მაშინ ყველაფერი მიზანმიმართულია“, – განაცხადა რამიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

იტვირთბა....