მთავარი ციტატა

“შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა”

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“

ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი

აღნიშნული განცხადება ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....