მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ენაზე, რომელსაც ვიყენებთ”- WHO-ს შეფასება ტრამპის განცხადებაზე

ტრამპი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) წარმომადგენელის მაიკ რაიანის განცხადებით, ვირუსმა არ იცის საზღვრები, არ ადარდებს ადამიანების ეთნიკური წარმომადგენლობა, კანის ფერი ან ის, თუ რამდენი ფული აქვთ მათ ბანკში.

ამ განცხადებით WHO-ის წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც კორონავირუს „კოვიდ19“-ს „ჩინური ვირუსი“ უწოდა.

როგორც  WHO-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, აუცილებელია, “ვიზრუნოთ ენაზე, რომელსაც ვიყენებთ”.

„ვირუსებმა არ იციან საზღვრები და მათ არ ადარდებთ თქვენი ეთნიკური წარმომავლობა, კანის ფერი, ან ის, თუ რამდენი ფული გაქვთ ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ენაზე, რომელსაც ვიყენებთ, რომ არ მოხდეს ვირუსთან ასოცირებული პირების პროფილირება“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ გამონათქვამი – „ჩინური ვირუსი“ რასისტული არაა და ეს უბრალოდ იმას აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.

იტვირთბა....