ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განმარტებით, გამონათქვამი – „ჩინური ვირუსი“ რასისტული არაა და ეს უბრალოდ იმას აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.
პრეზიდენტმა ამ განცხადებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ უწოდებს ის „COVID 19“-ს „ჩინურ ვირუსს“, რასაც ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს
“ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი,- აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში Covid-19 არაერთხელ მოიხსენია, როგორც „ჩინური ვირუსი“, რასაც კრიტიკა მოჰყვა.