მთავარი ციტატა

“მთავრობამ უნდა შეიძინოს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები”

“ჩვენ პირველ რეკომენდაციად კვლავაც რჩება კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენა ფართომასშტაბიანი „აგრესიული“ ტესტირებით. შესაბამისად, მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ასევე ბიზნეს სექტორის დაფინანსება და შეიძინოს სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა. ასევე, რადგან ამ პერიოდში „აგრესიული“ ტესტირება ვერ ჩატარდება, ჩვენი მეორე რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ შეგროვებაზე.”

მარიამ ჯაში – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე

საქართველოში დღეს ვირუსის ინფიიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი რჩება.

იტვირთბა....