უბედური შემთხვევა მოხდა დადიანის ქუჩაზე, ნახალოვკაში. როგორც შემთხვევის ადგილიდან, ამ წუთებში, “მეტრონომის” რეპორტიორი იუწყება, დაიღუპა ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა.
“ჯერ ზუსტად არ ვიცით, ეს კაცი ველოსიპედთან ვიპოვეთ უკე გარდაცვლილი, რამეს დაეჯახა თუ გულის შეტევით დაიღუპა მოგვიანებით გაირკვევა” – უთხრა სასწრაფოს წარმომადგენელმა “მეტრონომის” ჟურნალისტს, რომელმაც ადგილზე ფოტო გადაიღო.
ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს, სადაც თავიდან გვითხრეს, რომ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ შესულა უწყებაში და ახალი ამბის დადგენისთანავე ისინი დაგვიკავშირდებიან.
ბოლოს, დაგვიკავშირდნენ პოლიციიდან და დაგვიდასტურეს მომხდარი ფაქტი. მათი ინფორმაციით საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.