დიდ ბრიტანეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2 626-ს მიაღწია, როგორც ამას სააგენტო “როიტერსი” იტყობინება.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შედეგი 71 ადამიანის შემთხვევაში დადგა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.