“პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დროა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემის. ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი – წესისთვის. წესი არის გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს .”
ალექსანდრე გალდავა – დეკანოზი
ალექსანდრე გალდავა TV პირველის ეთერში, კორონავირუსთან დაკავშირებით ზიარების შეცვლაზე ისაუბრა.