“გვექნება, როგორც დანარჩენ მსოფლიოს, უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი. და ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, როგორ გადაარჩინოს ამ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისისგან ყველაზე დაუცველი ფენები ჩვენი საზოგდოების. ეს უპირველეს ყოვლის ეხება სოციალურად დაუცველებს, ეხება მოხუცებს, ბავშვებს, დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს. ახლა თუ არ დაიგეგმა ეს, შემდეგ ამ გამოწვევის მიმართ დაპირისპირება იქნება უკვე დაგვიანებული”
გრიგოლ ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.