“საზოგადოება მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მიუდგეს იმ საფრთხეს, რომელიც საქართველოსა და ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე არის. ეს საფრთხე არის რეალური. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეალურ საფრთხეს შეიძლება ძალიან ცუდი და რთული ფორმები ჰქონდეს სხვადასხვა სახელმწიფოებში, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად შევამციროთ ამის ზეგავლენა. ზეგავლენა შევამციროთ როგორც დაინფიცირებული ადამიანების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით”
ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ “კოვიდ-19”-ის გამო არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, დღეს მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.