მთავარი ციტატა

“კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია”

“კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია. კლასტერების წარმომადგენლობა ამ ეტაპისთვის სრულიად არის გაკონტროლებული. იმ პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ“

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

აღნიშნული განცხადება მინისტრმა მედიასთან გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

იტვირთბა....