ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჰონკონგში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ

ჰონკონგში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ადამიანებს ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ.

“სიენეენის” ინფორმაციით, ჰონკონგში ჩასულ მოქალაქეებს ელექტრონულ სამაჯურები უმაგრდებათ. ჰონკონგში ჩასული უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე, ვალდებულია ეს სამაჯურები 14 დღიანი კარანტინის დროს ატაროს. კონტროლს მონიტორინგის სამსახური სპეციალური აპლიკაციის საშუალებით განახორციელებს.

შეგახსენებთ, ჰონკონგში კორონავირუსის 160-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 182 986 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 7153 ადამიანი,  განიკურნა 79 433 ადამიანი.

იტვირთბა....