„თანამშრომლობის რაღაც ფორმა, რომელზეც დათანხმდნენ, მისასალმებელია. ის, რომ პოლიტიკური პატიმრების თემა კვლავაც დღის წესრიგშია, არა თუ არასწორია, არამედ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არჩევნებისკენ სწრაფვის სურვილი ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია… საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რომ არსებობდნენ, სასამართლო სისტემას არ ექნებოდა ასეთი მაღალი შეფასება, როგორიც დღეს უკვე გაჟღერდა სასამართლოს ეფექტურობის და მისი დამოუკიდებლობის თაობაზე. ასე რომ, არის საკითხები, რაზედაც ჩვენ, ალბათ, კიდევ გვმართებს საუბარი და რადიკალური განცხადებების დიდი სურვილი არ მაქვს“
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს. ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებით, ისინი დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნას კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერენ.