ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულ ინფორმაციას მინისტრი “ტვიტერში“ ავრცელებს.

„თავს კარგად ვგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ავადაა,“ – წერს მიხალ  ვოსი.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული.  ხოლო, ვირუსის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 182 742 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 7 174. გამოჯანმრთელდა 79 883 პირი.

შეგახსენებთ, 12 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....