ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კორონავირისით ფონზე, მგონია, რომ მოსწრებაზეა ხელისუფლება ქადაგიძის კანდიდატურა დაამტკიცოს” – ფოფხაძე

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის განხილვა უდროოა და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება  “მოსწრებაზეა, ეს კანდიდატურა დაამტკიცოს”.

ფოფხაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მისი ფრაქცია სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

“მიმაჩნია, რომ ძალიან უადგილო იყო და არადროული ეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის მიერ იყოს განხილული ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. ამ ვითარებაში ჩვენ მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ხელისუფლების ოპონირებას, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი გამომდინარე კორონავირისით შექმნილი პრობლემებიდან. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე თვითცენზურა უნდა განვახორციელოთ ჩვენი თავის მიმართ რადიკალური ოპონირების მხრივ. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, განხილვა არ მიმაჩნია სწორად. გამოდის, რომ მოსწრებაზეა ხელისუფლება ეს კანდიდატურა დაამტკიცოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ის დეპუტატებს საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმას აცნობს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

იტვირთბა....