ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დღეს საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნათ. რომელშიც ცრუ ინფორმაცია იყო მოწოდებული. თითქოს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....