ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით” – დეკანოზი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავსირებით, ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა.

კრებას დაესწრო სპეციალისტიც, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს.

შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ზიარების წესი იყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ რიტუალის წესი არ  შეიცვლება და მორწმუნეები ერთი კოვზით ეზიარებიან.

ამასთან, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია.

“ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ.

 

იტვირთბა....