ოზურგეთიდან ორი პირი ბათუმის საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს. მათ თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, გურიიდან სულ 13 პირი იმყოფება ბათუმის საკარანტინო სივრცეში. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
გურიაში თვითიზოლაციაში სულ 48 ადამიანია. მათგან, ცამეტი ადამიანი ლანჩხუთში, თერთმეტი – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფება.