საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის სახალხო განხილვები, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი ხვალ მიიღებს.
ხოლო, კომისია გადაწყვეტს, რა ფორმით წარიმართება განხილვები. კომისიის შექმნას შესაბამისი პროცედურა ითხოვს იმისათვის, რომ საყოველთაო განხილვები შედგეს. კომისია ხვალ, ბიუროს სხდომაზე დაკომპლექტდება.
დღეს კი, ბიუროს სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც კორონავირუსის გამო საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას უზრუნველყოფს.
ჯერჯერობით, უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმში გადასვლის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა იმისათვის, რომ სამომავლოდ რაიმე შეფერხება არ შეიქმნას, ინციატივას კენჭი უყარეს.