„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, შეწყვიტონ ადგილებზე მომხმარებლების რეკომენდაცია და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. დღეს დაგეგმილი მაქვს შეხვედრა საქართველოში მოქმედ მიტანის სერვისის კომპანიებთან. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება ბიზნესს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მზად ვართ, ყველა პრობლემა ოპერატიულად გავიაროთ“
ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევა დადასტურდა.
ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.