“საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
“მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
კორონავირუსის გამო, დროზე ადრე, იხურება საქართვეოლს სამთო-სათხილამურო კურორტებიც.
შეგახსენებთ, საქარველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.