ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

“მიღებული გადაწყვეტილებით, დროზე ადრე, იხურება საქართვეოლს სამთო-სათხილამურო კურორტები”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქარველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....