“შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ 18 მარტის 00:00 საათიდან იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
“როგორც იცით, პრემიერ მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე – მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში, ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები. ასევე, იქნება საშუალება იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, შემოვიდნენ საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, საქარველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.