ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.