ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა

იტალიაში, 24-საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით 368 ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 809-ს მიაღწია.

რაც შეეხება დაინფიცირებულებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 590-ით მოიმატა და საერთო ჯამში, 24 747 შეადგინა.

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, “კოვიდ-19”-ით 6 455 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულია 167 293 პირი, ხოლო 76 588 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

იტვირთბა....