ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურიიდან თვითიზოლაციის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში შვიდი პირი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ოზურგეთიდან შვიდი პირი იძულებით ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

გურიაში ამჟამად თვითიზოლაციის პირობებში 41 ადამიანი იმყოფება, მათგან რვა პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფება.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

იტვირთბა....