საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ცვლილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა.
ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, ორ პაციენტთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეიძლება თქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა.
ამ დროის მონაცემებით სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში – 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.