ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში 46 ადამიანი გადაიყვანეს

რუსთავში სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სასტუმროში დღეს დილით მოქალაქეები 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასავლელად გადაიყვანეს.

მოქალაქეები, რომლებიც სასტუმროში კარანტინს გაივლიან, საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ.

მოქალაქეების რუსთავის საკარანტინო ზონაში გადაყვანა ორ ეტაპად განხორციელდა – კერძოდ, მოქალაქეები იტალიიდან კიევისა და გერმანიის გავლით ჩამოფრინდნენ.

ამ დროისთვის რუსთავის საკარანტინო ზონაში ჯამში 46 ადამიანია მოთავსებული.

“გუშინ განმეორდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტთან ტესტირება covid19-ზე და პასუხი მივიღეთ უარყოფითი”, – შეგახსენებთ, ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით გააკეთა.

იტვირთბა....