საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9942 ლარი ეღირება, ევრო – 3.3421 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7736 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 2.9494 ლარი ღირდა, ევრო – 3.3145 ლარი, ფუნტი – 3.7575 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 მარტიდან ამოქმედდება.
ამასთან, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.