საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა არაა პანიკის დრო, ახლა მთავარია ვირუსთან საბრძოლველად ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარია აღნიშნავს, რომ კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რომელსაც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ
“ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რომელსაც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ. არცერთ შემთხვევაში ახლა არაა პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯების დრო. მთავრობისთვის პორველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იყო გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.
ასევე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ვირუსის უარყოფითი ზეგავლენა ნაკლებად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, მთავრობა პირველივე დღიდან ახორციელებს ღონისძიებებს, რადგან შეჩერდეს იმპორტირებული ვირუსის გავრცელება.