ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლის პროცესი სკოლებში15 ივნისს დასრულდება.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას და სწავლის პროცეში უკვე არსებული გეგმის მიხედვით დასრულდება.

“სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისს დასრულდება სასწავლო წელი. განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას, შესაბამისად, სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის დღესდღეობით უკვე დადგენილი,“ – განაცხადა ბდგებუაძემ.

იტვირთბა....