“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის ასევე, სერვისცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს სასესხო ვალდებულებები, შევთავაზოთ სამი თვიანი საშეღავათო პერიოდი”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ლიბერთი ბანკი” ავრცელებს.
“დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი სამი თვის განმავლობაში, არც ერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.
ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, „ლიბერთი“ ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება „ლიბერთის“ ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე. ნებისმიერი შეკითხვით დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში: 032 255 55 00“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.