ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარდაცვლილია კარნატაკას შტატში მცხოვრები 76 წლის მამაკაცი, ის ერთი თვით საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სამშობლოში კი, 29 თებერვალს დაბრუნდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, იზოლირებული არიან.

ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....