ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – ოთხ ქალაქში კარანტინია გამოცხადებული

ესპანეთში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, 12 მარტს, 37-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, 84 შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, სააგენტოს ცნობით, გამოვლინდა ინფიცირების 1 500-მდე ახალი შემთხვევა და საერთო ჯამში, “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულია, დაახლოებით, 3 000 ადამიანი.

ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა – ჩაიკეტა ბარსელონადან ჩრდილოეთით, 49 კილომეტრში მდებარე სოფელ იგუალადას გარშემო მდებარე ოთხი ქალაქი. კარანტინი შეეხო, დაახლოებით, 70 ადგილობრივ მცხოვრებს.

გარდა ამისა, სულ მცირე ორი კვირით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე.

 

იტვირთბა....