ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსოფლიოში არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ველოდებით” – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია.

„თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ტენდენციას, რომ ევროპაში კატასტროფული სისწრაფით იზრდება, იტალია გადაცილდა ათი ათასს, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი – ორი ათასს, აშშ – ათასს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემიად ის, რაც დე ფაქტოდ ჩვენ ისედაც ვიცოდით, დე იურე გამოაცხადა. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ველოდებით მომატებას. აი, მაშინ გამოჩნდება, რამდენად ადეკვატური იქნება ჩვენი საპასუხო ღონისძიებები, გვექნება რამდენიმე ათეული, რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი-ორი ასეული შემთხვევა, თუ გვექნება ათასები, როგორც არის ევროპაში, ყველაზე წამყვან, ცივილიზებულ, ძლიერ ქვეყნებში“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....