საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადადის.
ელექტრონულ სწავლის პროცესზე სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები გადავლენ.
„ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველჰყოფს.
ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს”, – აცხადებენ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.