საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0703 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9494 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8791 ლარი ღირდა.
0.0554 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.3145 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2591 ლარი იყო.