საბერძნეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
საბერძნეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილია 66 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეში პილიგრიმად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 66 შემთხვევაა დაფიქსირებული.