შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
“ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:
სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – სოფელი ჩქვალერი.
აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო.
კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები – ვერონა და რუსიანი
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:
გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი და საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა
მცხეთა-მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი – ჭართალი.
ქვემო ქართლი: თეთრიწყარო.
ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.