შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
“ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:
სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ზემო ეწერი; ჩხოროწყუს 7 სოფელი; მარტვილში სოფელი ლესიჭინე.
გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში.
აჭარა – ქობულეთში.
იმერეთში – ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.
კახეთში – გომბორის უღელტეხილზე.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.
გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.
ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.