ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს ნედინ დორისის კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 382 გადააჭარბა, გარდაცვლილია 6 ადამიანი.
36 -მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ბოლივიაშიც. ბოლო ერთ დღეში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სულ გარდაცვალების 291 და ინფიცირების 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ამავე დროს, “კოვიდ-19”-ის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.